top of page
moscow-ge9baa9898_1920_edited.jpg

უკრაინის ომი ქართული და რუსული ეკლესიების გზავნილებში

ნუცა ძანძავა

თანამედროვე კონფლიქტებს შორის, უკრაინის ომი განსაკუთრებით გამოირჩევა ბრძოლის “არატრადიციული” ხერხებით. ამ პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციასა და ფეიკ ნიუსების სიმრავლეზე დაკვირვებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინფორმაციო სივრცეში მეორე ფრონტი გაიხსნა, სადაც ომის ჰიბრიდული მეთოდებით გრძელდება ბრძოლა. კიბერ შეტევებისა და ტროლების არმიის გარდა, რუსეთის არსენალში კიდევ ერთი გამოცდილი იარაღი ეკლესიაა.

ომის დაწყების დღიდან, რუსი სასულიერო პირები, მოსკოვის პატრიარქ კირილეს მეთაურობით,  გამუდმებით ცდილობენ აგრესორის გამართლებას. თავისთავად, ამაში მოულოდნელი არაფერია; თუმცა, ყველაფერი უფრო საინტერესო გახდება, თუ ამ განტოლებაში (არც ისე) მოულოდნელ ცვლადს - საქართველოს საპატრიარქოს - შემოვიყვანთ.

უკრაინის ომის მიმდინარეობისას, ქართველი და რუსი სასულიერო პირების გამოსვლების ანალიზით, იკვეთება მათ მიერ გავრცელებული გზავნილების მსგავსება. 

პირობითად, ისინი შეგვიძლია სამ კატეგორიად დავყოთ:

  • "რუსეთი და უკრაინა მოძმე ერები არიან";

  • "კონფლიქტზე საუბრისას, რუსეთის, როგორც აგრესორის, ფაქტორის უგულებელყოფა";

  • "ევროპული და მართლმადიდებლური ღირებულებების ურთიერთდაპირისპირებულია".

ნარატივი #1

ომი მოძმე ერებს შორის მიმდინარეობს

კიევი რუსული ნაციონალიზმის ისტორიოგრაფიაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. კიევი, სადაც “დაირწა დიდი რუსეთის აკვანი”. სწორედ აქედან დაიწყო რუსეთ-უკრაინის განსაკუთრებული სიახლოვის იდეა. ამაში დიდ როლს თამაშობდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც, რომელმაც თავი სლავური რელიგიური ერთობის ცენტრად გამოაცხადა. ეს ერთობა, რომელიც რუსებს, უკრაინელებს და ბელორუსებს მოიცავს, ძველი, იმპერიული “წმინდა რუსეთის” იდეიდან იღებს სათავეს. უკრაინისა და რუსეთის “ძმურ კავშირზე” აპელირება მათ “ერთ ერად” წარმოჩენას ისახავს მიზნად, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობას უთხრის ძირს.

კონფლიქტზე საუბრისას რუსი სასულიერო პირები მუდმივად უსვამენ ხაზს “ისტორიულ ძმობას” ხალხებს შორის:

Patriarch_Kirill_of_Moscow_2021_(cropped)_edited.png

რუს და უკრაინელ ხალხს საერთო, საუკუნოვანი ისტორია აკავშირებს ... მჯერა, რომ ეს ღვთისგან ბოძებული ნათესაობა დაგვეხმარება, დავძლიოთ მიმდინარე კონფლიქტის გამომწვევი უთანხმოებები

იმავე შეხედულებას იზიარებს ბევრი ქართველი სასულიერო პირიც. კონფლიქტზე საუბრისას, ხშირად სიტუაციის ისე გამარტივება ხდება, რომ ეს ომი უბრალოდ “ძმებს შორის გაუგებრობას” მიეწეროს. 

ეს ომი არის “ძმათამკვლელი ომი”

10mamavaxtangi-removebg-preview.png

მამა ვახტანგ დავითაშვილი

ეს პოლიტიკაა, ეს სფეროა, რაც ზედაპირზე სჩანს, ეს არის ერთი მეათედი იმისა, რაც კულისებს მიღმა ხდება, ამიტომ აქ ჩარევა, დასკვნების გაკეთება, ერთი მხარის ლანძღვა, მეორის გამართლება – ეს გამოსავალი არ არის, ამით ჩვენ ვაღრმავებთ დაპირისპირებას

ioane-removebg-preview.png

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე

ნარატივი #2

ომზე საუბრისას რუსეთის, როგორც აგრესორის, ფაქტორის უგულებელყოფა

კონფლიქტის დაწყების დღიდან, რუსეთის საპატრიარქომ მისი გამართლების მრავალ ხერხს მიმართა. მათ შორის, თავის მოჩვენებას, თითქოს კონფლიქტი არათუ აპოლიტიკური მოტივით, არამედ საერთოდ რუსეთის “ჩარევის” გარეშე დაიწყო. ამ მიზნით, ომის შესახებ, რუსეთის საპატრიარქოს ქადაგებებში ვერც კი შევხვდებით სიტყვა “რუსეთს”.

" ეჭვგარეშეა [რუსი და უკრაინელი ხალხის] ერთობა გარკვეული საფრთხის წინაშე დგას საომარი მოქმედებების ფონზე; თუ ჩვენ ვისაუბრებთ საგარეო ფაქტორებზე, ინტერნეტ სივრცე, ინფორმაციული სივრცე ასევე გახდა საომარი ფრონტი და ამ სივრცეში არსებობს უამრავი დეზინფორმაცია, პროვოკაციული განცხადებები და პირდაპირი ტყუილები, რომლებიც ხელს უწყობს ხალხებს შორის ნეგატიური გრძნობების გაღვივებას, ხელს უშლის კონფლიქტის სწრაფ გადაჭრას და შერიგებას"

პატრიარქი კირილე, 18.03.2022

საქართველოს შემთხვევაში, ამ კუთხით, განსაკუთრებით საინტერესოა პატრიარქ ილია II-ს განცხადებები. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ის არაერთხელ გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს; 

საინტერესოა, რომ პატრიარქმა განცხადებაში რუსეთი პირველდ მხოლოდ ომის 21-ე დღეს ახსენა:

russia7.jpg

ნარატივი #3

ევროპული და მართლმადიდებლური ღირებულებები ერთმანეთთან შეუთავსებელია

მართლმადიდებლური ეკლესია რუსული ნაციონალიზმის ქვაკუთხედის როლს უკვე საუკუნეებია ასრულებს. თუმცა, ეს “კოლაბორაცია” პიკს ვლადიმერ პუტინისა და პატრიარქ კირილის დროს აღწევს. ერთად, მათ ხელახლა გააცოცხლეს რუსული იმპერიული იდეა ე.წ “Russkiy Mir-ის” შესახებ, რაც გულისხმობს დასავლეთის ლიბერალურ, სეკულარულ იდეოლოგიასთან შეპირისპირებულ რუსულ სამყაროს, რომლის პოლიტკური, სულიერი და კულტურული ცენტრიც, სწორედ რუსეთია (ბმული). 

უკრაინის ომი ამ იდეის ერთგვარი გაგრძელებაა. რუსული ეკლესია თავს სლავური ორთოდოქსული ქრისტიანობის, მისი ღირებულებებისა და სიწმინდის დამცველად მიიჩნევს. ამ ღირებულებებს კი “დაცვა” სწორედ დასავლეთისგან სჭირდება. 2022 წლის 6 მარტის ქადაგებაში, პატრიარქმა კირილემ უკრაინაში შეჭრა პირდაპირ დაუკავშირა “[დონბასის] გეი აღლუმების ჩატარებისგან ხსნას”.

“დღეს არის ამ ხელისუფლების ლოიალობის ტესტი, ერთგვარი საშვი იმ „ბედნიერ“ სამყაროში, ჭარბმოხმარების სამყაროში, ხილული „თავისუფლების“ სამყაროში. იცით რა არის ეს ტესტი? ტესტი ძალიან მარტივი და ამავდროულად საშინელია - ეს არის გეი აღლუმი. [...] თუ ხალხი ან ქვეყნები უარყოფენ ამ მოთხოვნას, ისინი ვერ შეაღწევენ ამ სამყაროში, უცხოები გახდებიან მის მიმართ”

Patriarch_Kirill_of_Moscow_2021_(cropped
df83bdc15a50b0ef10ac5d5f6c49441d_XL.jpg
untitled-design-75-removebg-preview.png

მიტროპოლიტი იოანე

"რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი?! ევროპა გარყვნილი, ათეისტური, რასისტული და ფაშისტურია"

ანტი-ევროპული განცხადებები განსაკუთრების ხშირია ქართული სამღვდელოების წარმომადგენლებისგანაც. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით აშკარა გახდა უკრაინის ომის კონტექსტში. ევროპული ღირებულებების ანტი-ქრისტიანულად წარმოჩენა რუსული პროპაგანდის ნაცადი ხერხია; ამ თემით აპელირება, ერთი მხრივ, კონფლიქტში დასავლეთის (და არა რუსეთის) დადანაშაულებას ემსახურება; ხოლო მეორე მხრივ, წარმოაჩენს, თითქოს საქართველოს, თავისი ქრისტიანული ღირებულებებით, საერთო არაფერი აქვს “წარმართულ ევროპასთან”.

ინტერვიუ დეკანოზ ილია ჭიღლაძესთან

ავტორი: ნუცა ძანძავა

2022

©2022 by Nutsa Dzandzava. Proudly created with Wix.com

bottom of page